ფეხბურთი

19:47 | 16.03.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ბენიტესი ჰამშიკით უკმაყოფილოა

იტალიური “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ნახევარმცველ მარეკ ჰამშიკს თამაშის გაუმჯობესებას სთხოვს. ესპანელის თქმით, ნეაპოლელებს ლიდერი აკლიათ და ეს როლი სწორედ სლოვაკმა უნდა შეასრულოს.

“ნაპოლის” წარმატების მისაღწევად რაღაც აკლია. ალბათ, ლიდერი არ გვყავს. როგორც წესი, ასეთი ტიპის ფეხბურთელები გუნდს ტიტულების მოგებაში ეხმარებიან. მარეკ ჰამშიკმა თამაში უნდა გამოასწოროს და გაიზარდოს. მან სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ტრავმამ ხელი შეუშალა. ჰამშიკს თავის გამოჩენის შანსი კიდევ ექნება და იმედია, გამოიყენებს”, - განუცხადა ბენიტესმა იტალიურ პრესას.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ჰამშიკმა 19 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი მიითვალა.

 


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:57 | 21.01.2016
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

14:03 | 21.01.2016
cicerona (436)

ქართული წარმოსობის რუსეთის წარმომადგენელია წიკლაური და არა რუსი

0.063894