ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ რაფაელ ბენიტესსა და კლუბს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება და სპეციალისტი ამის გამო ერთობ გულდაწყვეტილია.
“ძალიან ვწუხვარ, რომ “ჩელსის” დატოვება მიწევს, მაგრამ ასეთი მძიმე მომენტები სამწვრთნელო საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. ლონდონში გატარებული პერიოდი პროფესიული თვალსაზრისით წინგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია. ეს ტოპ-კლუბია, რომლის შემადგენლობაშიც უმაღლესი დონის ვარსკვლავები გამოდიან”, – უთხრა ჟურნალისტებს ბენიტესმა.