იტალიური “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, “არსენალთან” გასამართ მატჩში, მის გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს.
“სწრაფი გოლი უნდა გავიტანოთ, შემდეგ კი, ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. დასაკარგი არაფერი გვაქვს.
ვენგერი ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელია და ის საკუთარი ფეხბურთელების შესაძლებლობებში დარწმუნებული იქნება. ვიცით, რომ “არსენალი” შესანიშნავი გუნდია, რომელიც სწრაფ ფეხბურთს თამაშობს. მიუხედავად ამისა, 100%-ით დახარჯვის ვალდებულება გვაქვს.” – ციტირებს ბენიტესის სიტყვებს Football Italia.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში, “ნაპოლის” ან “დორტმუნდის” მიერ ქულების დაკარგვის იმედი უნდა ჰქონდეს, ან ნეაპოლელებმა “არსენალი” მინიმუმ 3 ბურთის სხვაობით უნდა დაამარცხონ.