ფეხბურთი

22:33 | 14.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებს

იტალიური “ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი მიიჩნევს, რომ ნეაპოლელები იმ გუნდთა შორის შედიან, რომლებიც “იუვენტუსს” ჩემპიონობაში შეეცილებიან.

“იუვენტუსი”, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერია, მაგრამ იტალიაში არიან სხვა გუნდებიც, რომლებსაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლიათ. მათ შორის შედის “ნაპოლიც”. ჩემი მიზანი ტიტულების მოგება და გულშემატკივრების გახარებაა.” – აცხადებს ბენიტესი, რომელიც კომენტარს ედინსონ კავანის მომავალთან დაკავშირებითაც აკეთებს – “რაც შეეხება კავანის, მასთან კონტაქტი მქონდა, მაგრამ საკუთარ საქმეზე ვარ კონცენტრირებული. თუ ის “ნეაპოლში” დარჩება, 21 ივლისს ერთმანეთს შევხვდებით.”

შეგახსენებთ, რომ იტალიურ და ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კავანი პსჟ-ში გადასვლასთანაა ახლოს.

0.112758