ფეხბურთი

14:07 | 6.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი: “ახლანდელი “ნაპოლი” ჩემს “ლივერპულს” მაგონებს”

“ნაპოლის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა “Minute 116”-თან საუბარში თქვა, არჩევანისას რატომ მიანიჭა უპირატესობა ნეაპოლურ კლუბს.

“ნაპოლი” იმიტომ ავირჩიე, რომ აქ საოცარი ენთუზიაზმი დავინახე. გუნდში მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან და გამარჯვებისადმი მათი წყურვილი ჩემს “ლივერპულს” მახსენებს”, – განაცხადა ბენიტესმა. კითხვაზე, აპირებს თუ არა მომავალში ესპანეთის ნაკრების გაწვრთნას, მიუგო: “ვიმედოვნებ, ვისენტე დელ ბოსკე ჯერ კიდევ დიდ ხანს იმუშავებს. მომავალში კი, ვინ იცის, ყველაფერია შესაძლებელი”.

0.116165