იტალიური “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობას კლუბის მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტის დანიშვნის გადაწყვეტილება შეუქო. შეგახსენებთ, იტალიელი სპეციალისტი “სამეფო კლუბმა” ოფიციალურად დღეს უნდა წარადგინოს.
“ანჩელოტის კარგად ვიცნობ. ის უმაღლესი დონის სპეციალისტია და ამასთან, ძალიან კორექტული და განათლებული ადამიანი. დარწმუნებული ვარ, მის ხელში “რეალი” საკლუბო ღირებულებების დაბრუნებას შეძლებს”, – უთხრა ბენიტესმა ერთ-ერთ ესპანურ გამოცემას.