სხვა

13:46 | 19.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენიაიძე და აბრამაშვილი ფინიშამდე ვერ მივიდნენ

სოჭში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კაცების გიგანტურ სლალომში მხოლოდ პირველი ცდა დასრულდა, თუმცა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ქართველ სპორტსმენებს დღეს სტარტზე ვეღარ ვიხილავთ.

ქართველი სამთო-მოთხილამურეები ალექსი ბენიაიძე და იასონ აბრამაშვილი საქმეში შესაბამისად, 72-ე და 76-ე ნომრებად ჩაებნენ, თუმცა, იმ 30 სპორტსმენს შორის მოხვდნენ, რომელთაც ფინიშამდე მისვლა ვერ მოახერხეს. ამდენად, მათ მე-2 ცდის შესრულების უფლებაც დაკარგეს.

პირველი დაშვების შედეგებით, ბრძოლას 79 სამთო-მოთხილამურე აგრძელებს, მათგან საუკეთესო შედეგი კი ამერიკელ ტედ ლიგეტის გააჩნია, რომელიც უახლოეს კონკურენტ ონდრჟეი ბანკს (ჩეხეთი) 0.93 წამს უგებს.

დასასრულ დავძენთ, რომ 22 თებერვალს ბენიაიძე და აბრამაშვილი ძალებს სლალომში სცდიან.

0.122583