1949 წლის 4 მაისს “ტორინო” ავიარეისით პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონიდან ბრუნდებოდა, სადაც “ბენფიკასთან” ამხანაგური მატჩი ჩაატარა. შეხვედრა ლისაბონელებმა 4:3 მოიგეს. საუბედუროდ, ტურინის მთა სუპერგას ავიალაინერი შეეჯახა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა.
ტურინში, ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალის ჩასატარებლად ტურინში ჩასულმა “ბენფიკას” დელეგაციამ გუშინ ტრაგედიის ადგილი, სუპერგას მთა მოინახულა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ამის თაობაზე ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.
ლისაბონელთა დელეგაციასთან ერთად ცერემონიალზე “ტორინოს” ოფიციალური წარმომადგენლებიც იყვნენ, ტურინელთა სპორტულმა დირექტორმა ანტონიო კომიმ თავის მოკლე სიტყვაში განაცხადა, ის დიდი “ტორინო” ყოველთვის გვემახსოვრება და ჩვენი კლუბის სახელოვან ნაწილად სამუდამოდ დარჩებაო.









