ფეხბურთი

19:24 | 4.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბენფიკამ” ჟეზუსს კონტრაქტი გაუგრძელა

პორტუგალიურმა “ბენფიკამ” გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჟორჟე ჟეზუსს კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა.

აქამდე არსებული ინფორმაციის თანახმად, “ბენფიკა” მიმდინარე თვის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებდა. ამის მიზეზი გუნდის უტიტულოდ დარჩენა იყო. როგორც მოგეხსენენათ, მიმდინარე სეზონში, “ბენფიკა” ქვეყნის ჩემპიონატში, თასზე და ევროპის ლიგაზე მე-2 ადგილზე გავიდა.

თუმცა, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

0.116502