მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, ლისაბონის “ბენფიკა” თავდამსხმელ ოსკარ კარდოსოს არ დათმობს. “არწივების” ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბი პარაგვაელის გაყიდვას არ გეგმავს.
“გვინდა გაცნობოთ, რომ ოსკარ კარდოსო “ბენფიკას” ფეხბურთელია და მის გაყიდვას არ ვაპირებთ. მის ტრანსფერთან დაკავშირებით არცერთ კლუბთან გვისაუბრია”, - ნათქვამია ლისაბონელთა განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კარდოსო სტამბულის “ფენერბახჩესთან” კონტრაქტზე შეთანხმებული იყო. აქვე გეტყვით, რომ პარაგვაელს “ბენფიკასთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.