ფეხბურთი

19:01 | 6.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენდტნერს წონის დაკლება მოსთხოვეს

ლონდონის “არსენალის” ფორვარდ ნიკლას ბენდტნერს წონის დაკლება მოუწევს იმისთვის, რომ სამწვრთნელო შტაბის ნდობა დაიბრუნოს. Goal-ის ცნობით, დანიელ თავდამსხმელს 4 კილოგრამის დაკლება მოუწევს.

“ვესტ ბრომვიჩთან” ინგლისის თასის მატჩის წინ, ლონდონელთა სამედიცინო შტაბმა ბენდტნერი დეტალურად შეამოწმა და ზედმეტი კილოგრამების მოშორება მკაცრად მოსთხოვა. ამრიგად, ბენდტნერი წონის დასაკლებად სპორტდარბაზში კვირაში 8-ჯერ ივარჯიშებს.

“არსენალის” სამედიცინო შტაბის განცხადებით, თუკი ბენდტნერი 4 კილოგრამს არ მოიშორებს, პრემიერლიგაში თამაშის შანსი არ მიეცემა.

 

0.124231