უკვე საიდუმლო არავისთვისაა, რომ დანიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი უახლოეს პერიოდში კლუბის გამოცვლას აპირებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით 25 წლის ფეხბურთელმა ინტერვიუ Politiken-ს მისცა და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი სპორტული მხარეა და არა ფინანსური.
“უმთავრესი ფული კი არა სპორტია. გადასვლას იქ ვისურვებდი, სადაც კარგად ვითამაშებ. მსურს ისეთ გუნდში ჩავირიცხო, სადაც ბევრ გოლს გავიტან და ტიტულებს მოვიგებ. აღარ მსურს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა, რადგან თამაში მიყვარს. თუ ყველაფერი ჩემი ასარჩევი იქნება, მაშინ კარიერის გაგრძელებას მადრიდის “რეალში”, ან “ბარსელონაში” ვისურვებდი” - თქვა ბენდტნერმა.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ნიკლასმა მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მოედანზე მხოლოდ 29 წუთი გაატარა.