ფეხბურთი

21:29 | 4.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენდტნერს ნაკრებში თამაში 6 თვით აუკრძალეს

ტურინის “იუვენტუსის” დანიელი თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი ეროვნული ნაკრების მაისურით მომდევნო 6 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. დანიელებმა 25 წლის შემტევის დასჯა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ეს უკანასკნელი მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააკავეს.

გასულ შაბათს, კოპენჰაგენში, ბედნტნერი ავტომობილით მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააკავეს. შემოწმების შემდე გაირკვა, რომ ის სატრანსპორტო საშუალებას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ მომხდარის გამო, ბენდტნერს ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში სექტემბრამდე აეკრძალა.

0.11912