ფეხბურთი

13:29 | 2.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენდტნერი რამდენიმე კვირით დაისვენებს

ლონდონის “არსენალის” დანიელმა თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა, ინგლისის პრემიერლიგის გასულ ტურში გუშინ “კარდიფს” გოლი გაუტანა, მაგრამ მისი სიხარული ფეხის ტრავმამ გაანელა. 

ბოლო დროს 25 წლის ფეხბურთელი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება და მისთვის მნიშვნელოვანი იყო მიცემული შანსის გამოყენება, რაც მოახერხა კიდეც, მაგრამ ტრავმამ მისი და გუნდის მთავარი მწვრთნელის გეგმები შეცვალა.

“ნიკლასს რთული პერიოდი ჰქონდა და ვცდილობ მას შანსი მივცე. მე მას უკვე ვუთხარი, რომ ის სისტემატურად უახლოვდება იმ დონეს, რომელზეც მსურს რომ იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ახლა მან ტრავმა მიიღო. როგორც ჩანს, ის რამდენიმე კვირით გამოგვაკლდება” - განუცხადა The Independent-ს “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ბენდტნერმა რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.

0.115833