ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა ერთ-ერთ იტალიურ სპორტუოლ გამოცემას უთხრა, რომ იჯარის წესით “იუვენტუსში” გატარებული გასული სეზონი ყველაზე ცუდი პერიოდია მის კარიერაში.
“საშინელი სეზონი მქონდა და ბედნიერი ვარ, რომ უკვე დასრულდა. ტურინში ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე. გუნდშიც ბრწყინვალე განწყობა იყო, მაგრამ ფიზიკური პრობლემების გამო ძალიან დავიტანჯე. ამჟამად ხუთ-ექვს კლუბთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას და ვეცდები, საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღო. “არსენალის” ხელმძღვანელობას უკვე შევუთანხმდი, რომ ამჯერად იჯარაზე აღარ იქნება საუბარი და ახალ კლუბთან სრულყოფილ კონტრაქტს გავაფორმებ” – განაცხადა ნიკლას ბენდტნერმა.