ლონდონის “არსენალის” დანიელი თავდამსხმელი ნიკლას ბენდტნერი კლუბის ლაზარეთში ოთხ კვირას გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ “კარდიფთან” მატჩში, სადაც 25 წლის ფეხბურთელმა გოლიც გაიტანა, კოჭი გადაიბრუნა. ვარაუდობდნენ, რომ მყესების დაზიანების გამო მას სავარაუდოდ ექვსი კვირა გაუცდებოდა, მაგრამ სრულფასოვანმა გამოკვლევამ უფრო კონკრეტული ვადები დაადგინა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჟურნალისტებს ბენდტნერის მდგომარეობა “ტოტენჰემთან” მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო: “უარესს ველოდით და სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ კარგი ამბავი გავიგეთ”.