დანიელი ფორვარდი ნიკლას ბენდტნერი უკვე მერამდენედ ნახეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ... სამშაბათ საღამოს, როცა “არსენალი” “ბაიერნს” ებრძოდა, “მეთოფეთა” ფორვარდს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სხვა სახის ბრძოლა ჰქონდა - ტაქსის მძღოლთან. დანიური გამოცემების ცნობით, ბენდტნერი ნასვამი იყო, ტაქსის მძოლს ჯერ დაემუქრა, შემდეგ კი ხელით შეეხო.
მძღოლი ჰყვება, რომ 25 წლის ფეხბურთელმა შარვალი შეიხსნა, ქამარი გამოაძრო და ავტომობილს ურტყა, თანაც, უცენზურო სიტყვებს იყენებდა. ბენდნერი თავის მეგობრებს დაუმშვიდებიათ, ხოლო ტაქსის მძღოლს მანამდე პოლიცია გამოუძახებია.