ფეხბურთი

20:08 | 6.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

“ბენდელას თასი” ცხინვალელებმა მოიგეს

აფხაზეთის ომის გმირის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში, ცხინვალის “სპარტაკი” თბილისის “დინამოს” დუბლშემადგენლობას დაუპირისპირდა და 1:0 მოუგო. გოლი, მატჩის 22-ე წუთზე, გიორგი მამუჩიშვილმა გაიტანა. სხვათა შორის, ეს ნახევარმცველი ჯერ კიდევ დინამოელად ითვლება და “სპარტაკში” მოსამზადებელი პერიოდი სრულად გაატარა. “მსოფლიო სპორტის” ინფორმაციით, შიდაქართლურ გუნდში მისი თამაშის თაობაზე, “სპარტაკისა” და “დინამოს” მესვეურები უახლოეს პერიოდში დაილაპარაკებენ.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
“სპარტაკი” - გრიშიკაშვილი, ჭაფოძე (სეფიაშვილი, 61), ტეტუნაშვილი, ბოიომო, მამუჩიშვილი, მ. ჯიშკარიანი (მ. ბარაბაძე, 59), კაკაშვილი, მგელაძე (ალავიძე, 75), კლოვისი (უგრეხელიძე, 57), ვ. ბოლქვაძე, ბუზალაძე (ნარიმანიძე, 69).
“დინამო-2” - ნადირაძე (ბრაჭული, 70), ხმალაძე, ტყებუჩავა (გაჩეჩილაძე, 67), ჟვანია, ამაშუკელი (მაჭავარიანი, 51), ავსაჯანიშვილი (კაკულია, 64), არახამია (ზ. ლობჟანიძე, 61), ჭკუასელი, წენგუაშვილი (რუხაძე, 64), ვაშაკიძე (კაჭარავა, 46), კვერნაძე.
აღნიშნულ მატჩამდე, რუსთავის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, “ბენდელას თასის” გათამაშების მესამეადგილოსანიც გამოვლინდა. “გაგრასა” და “ზესტაფონის” დუბლშემადგენლობათა შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ მიილია, 11-მეტრიანების სერიაში კი - უფრო ზუსტნი გაგრელები აღმოჩნდნენ - 5:4.

 

ფრიდონ კერვალიშვილი

ს/კ "სპარტაკის" პრესსამსახურის ფოტო
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101585