სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:21 | 13.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბენდელას“ პირველი ნახევარფინალისტი ,,ვიტ ჯორჯიაა“

ჯგუფური ეტაპის შემდეგ „ბენდელას“ თასის გათამაშება ახალ ფაზაში შევიდა. დღეიდან,  16 თებერვლის ჩათვლით, მეოთხედფინალური მატჩები იმართება. შეგახსენებთ, რომ თასისათვის ბრძოლის გაგრძელების  უფლება თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, დედაქალაქური „ვიტ ჯორჯიას“, ცხინვალის „სპარტაკის“ ახალგაზრდულმა გუნდებმა და მათთან ერთად ეროვნული ჩემპიონატის პირველლიგელებმა -  თბილისის „ზოოვეტმა“ , ხონის „იმერეთმა“ და მე-2 ლიგის წარმომადგენლებმა - დედაქალაქურმა „იუსი ბესტმა“ და გორის „ქართლმა“ მოიპოვეს.

დღეს გათამაშების პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. „ვიტ ჯორჯიას“ რეზერვისტები „მცხეთა პარკზე“ ხონელებს გაეჯიბრნენ. თამაში მასპინძელთა აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა. იმერლებმა ვერაფერი დაუპირისპირეს ახალგაზრდა ვიტელთა გააზრებულ, ლაღ თამაშს. მასპინძლებმა 33-ე წუთზე გახსნეს ანგარიში. ეს გიორგი გაგნიძემ გააკეთა. მე-2 ტაიმში თავი ვიტელთა ფორვარდმა ელგუჯა ლობჟანიძემ გამოიჩინა. მან 2-ჯერ, 67-ე და 82-ე წუთებზე დალაშქრა ხონელთა კარი და თავისიანებს დიდი ანგარიშით - 3:0 მოაგებინა. 

ამრიგად „ბენდელას“ თასის წლევანდელი გათამაშების პირველი ნახევარფინალისტი ,,ვიტ ჯორჯია“ გახდა.

მეტოქეებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

„ვიტ ჯორჯია“: რეჭია,  იაშვილი, კალანდია, ტეტუნაშვილი(კ), ბუაჩიძე, გახარია, უბილავა, გაგნიძე, კურდღელაშვილი, სოფრომაძე, ლობჟანიძე. შეცვლაზე შევიდნენ: მესხია, ბუნტური, ვაზაგაშვილი, კვირკვია, დადიანი, ხვისტანი.

,,იმერეთი“: მეძველია, მანაგაძე, ხელაძე, გენძეხაძე, დ. გოდერიძე, აშვეთია, ხვიჩია, ბ. ჩხეტიანი, გ. გოდერიძე(კ), კუხალაშვილი, ცაგარეიშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: სულაბერიძე, ბრეგაძე, ვაშაკიძე, სადილიანი.

დარჩენილი მეოთხედფინალური მატჩების განრიგი ასეთია:

14 თებერვალი. „დინამო’ – „ზოოვეტი“

15 თებერვალი.“ქართლი“ – „იუსი ბესტი“

16 თებერვალი.“ტორპედო“ – „სპარტაკი“ 

 

 

იუზა კაციტაძე მცხეთიდან

ავტორის ფოტოები

თეგებიბენდელა
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.211968