ფეხბურთი

12:41 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენატია “სიტის” მიუახლოვდა

 

ინგლისის ჩემპიონი “მანჩესტერ სიტი” იტალიური “რომას” ცენტრალურ მცველ მეჰდი ბენატიას შეძენისთვის ბრძოლაში ჩაერთო. მაროკოს ეროვნული ნაკრების მოთამაშის ხილვა საკუთარ რიგებში “ბარსელონას”, “ბაიერნს”, “ჩელსის” და “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურთ.

L’Equipe-ს ცნობით, საქმე იქითკენ მიდის, რომ 27 წლის ფეხბურთელი კარიერას სწორედ “ეტიჰედზე” გააგრძელებს.

ბენატია “რომაში” გასულ ზაფხულს “უდინეზედან” 13,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 მატჩში მან 5 გოლი გაიტანა, რომაელებთან მოქმედ კონტრაქტს კი, ვადა 2018 წელს ეწურება.

0.120621