ფეხბურთი

19:18 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენატია: “გვარდიოლას ჩემი “ბაიერნში” ხილვა ძალიან უნდოდა”

 

მიუნხენის “ბაიერნის” ახალწვეულმა, მეჰდი ბენატიამ, გერმანულ კლუბში გადასვლის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.

“ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი “ბაიერნში” ტრანსფერი, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა.

მოლაპარაკებები, გარკვეული დროით, შეჩერებული იყო და ვშიშობდი, რომ გარიგება არ მოხდებოდა. თუმცა, გვარდიოლას ჩემი “ბაიერნში” ხილვა ძალიან უნდოდა და საბოლოოდ შეთანხმება შედგა.

გვარდიოლა ფანტასტიკური მწვრთნელია და მასთან ერთად მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი.

“ბაიერნში” არაერთი ბრწყინვალე ფეხბურთელი თამაშობს და ამ გუნდში გადასვლა, ჩემთვის, ოცნების ახდენაა.” – ციტირებს ბენატიას სიტყვებს Sport1.

0.127136