ფეხბურთი

16:56 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენაიუნს ისრაელის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა არ სურს

ისრაელის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა იოსი ბენაიუნმა ისრაელის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრაზე უარი თქვა. ამის შესახებ “სპორტ-ექსპრესი” იუწყება.

“ჩემი აზრით, ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ავი ლუზონი ჩვენი ფეხბურთისთვის სასარგებლოა. და საერთოდ - ფეხბურთის თამაშს კიდევ მინიმუმ სამი წელიწადის განმავლობაში ვაპირებ” – განაცხადა ბენაიუნმა.

გასული სეზონი. 33 წლის ფეხბურთელმა ლონდონის “ვესტ ჰემში” ჩაამთავრა. მას ისრაელის ნაკრებში 94-ჯერ უთამაშია და 24 გოლი გაუტანია.


0.138549