ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი იუსი ბენაიუნი აცხადებს, რომ სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო, ის გუნდის გამოცვლას აპირებს.
“ახალ გუნდს ვეძებ, სადაც სათამაშო დრო რეგულარულად მომეცემა. აგენტი მეუბნება, რომ შემოთავაზებები ამერიკიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან და ინგლისიდან მაქვს, მაგრამ, ჯერჯერობით, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით.” – ციტირებს 32 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Sky Sports-ი.
იუსი ბენაიუნი “ჩელსიში” 2010 წელს გადავიდა, მაგრამ ლონდონელთა ძირითად შემადგენლობაში მან ფეხი ვერაფრით მოიკიდა. მას, “არისტოკრატების” მაისურით, მხოლოდ 23 თამაში აქვს ჩატარებული. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ის არენდის წესით “არსენალსა” და “ვესტ ჰემში” თამაშობდა.