საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ორ გასვლით თამაშში ქულების დაკარგვის შემდეგ, „პარი სენ ჟერმენმა“ მეტოქის მოედანზე მოიგო, რასაც პარიზელები, რა გასაკვირია, ზლატან იბრაჰიმოვიჩს უნდა უმადლოდნენ. შვედმა თავდამსხმელმა, „ტულუზასთან“ გამართულ გასვლით შეხვედრაში, თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა.
იბრამ ანგარიში 32-ე წუთზე გახსნა, როდესაც ლავესის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. ტაიმის მიწურულს, მასპინძელთა საუკეთესო ბომბარდირმა, ვისამ ბენ იედერმა ანგარიში გაათანაბრა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო შედეგით გავიდნენ.
მე-2 ტაიმის დაწყებიდან ათიოდ წუთში, ლავესიმ მატუიდის გადაცემა გამოიყენა და სტუმრები კვლავ წინ გავიდნენ. 12 წუთის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩმა კაბაიეს ჩაწოდებას ზუსტი თავური მოაყოლა და პსჟ წინ უკვე 2 ბურთით გავიდა. კიდევ 4 წუთის გასვლის შემდეგ, ბენ იედერმა დუბლი გაიფორმა და თამაშში გატანილი გოლების რაოდენობით სტუმართა შვედ ვარსკვლავს გაუტოლდა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, ზლატანმა კიდევ ერთხელ გაიტანა. მას თერთმეტმეტრიანი ბუშემ კი აუღო, მაგრამ დამატებაზე პსჟ-ს მე-10 ნომერმა თავად ივარგა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
დღის ცენტრალური მატჩი ევროსაგზურებისთვის მებრძოლ „ლილსა“ და „ლიონს“ შორის გაიმართა. პირველ წრეში გამართული დაპირისპირების მსგავსად, გუნდებმა ერთმანეთს გოლი ვერც ახლა გაუტანეს.
ტულუზა-პსჟ 2:4 (1:1)
ტულუზა, “მუნისიპალი” 22049
ტულუზა (4-1-3-2): ბუშე, ორიე, იაგო, ვესკოვაცი, აკპა აკპრო (სილა 62), სპაიჩი, შანტომი (ბენ ბაზა 82), აგილარი, დიდო (ტრეხო 69), ბენ იედერი, ბრეითუაითი.
მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.
პსჟ (4-1-2-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, სილვა, მაქსველი, მოტა, ვერატი (კაბაიე 65), მატუიდი, ლუკასი (პასტორე 65), იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (რაბიო 90+1).
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (32, პენ), 1:1 ბენ იედერი (44), 1:2 ლავესი (55), 1:3 იბრაჰიმოვიჩი (68), 2:3 ბენ იედერი (72), 2:4 იბრაჰიმოვიჩი (89).
გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი: იბრაჰიმოვიჩი 89.
გაფრთხილებები: სპაიჩი 31, ორიე 34, ბენ იედერი 45 - მოტა 25.
მსაჯი: ნიკოლა რეინვილი.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 8 (7)-11 (8), კუთხური: 2-6, თამაშგარე: 1-0, სეივი: 4-5, ჯარიმა: 15-15.
ნანტი-რენი 0:3 (0:1)
ნანტი, “ბოსეჟუარი” 34169
ნანტი (4-4-2): რიუ, სისოკო, ვისკარონდო, ჯილობოჯი, ვეინო, ნ’კულუ (ბანგურა 57), გომისი, დო, ბესა (შეხტერი 57), გაკპე, ოდელი (ბედოია 77).
მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.
რენი (4-2-3-1): კოსტილი, დანზე, ბოიე, არმანი, მ’ბენგი, მაკუნი, კონდრასენი, გროსიცკი (ემერსონი 79), კადირი (დუკურე 63), ნ’ტეპი (მორეირა 85), ტოივონენი.
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.
გოლები: 0:1 ნ’ტეპი (16), 0:2 კონდრასენი (63), 0:3 ტოივონენი (90).
გაფრთხილებები: დო 13 - მაკუნი 39.
მსაჯი: კლემენ ტურპინი.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 5 (0)-14 (6), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 4-0, სეივი: 3-0, ჯარიმა: 13-13.
ლილი-ლიონი 0:0
ვილანოვ დ’ასკი, “პიერ მორუა” 43518
ლილი (4-1-2-3): ენიეამა, სიდიბე, კიაერი, როზენალი, სუარე, მავუბა, ბალმონი, გეიე, კალუ, რუ (მენდესი 68), ორიჟი (როდელინი 90).
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
ლიონი (4-1-3-2): ა. ლოპესი, მ. ლოპესი, კონე, უმტიტი, ბედიმო, გონალონი (84), ფერი, გრენიე, ფოფანა, გომისი, ლაკაზეტი.
მწვრთნელი: რემი გარდი.
გაფრთხილებები: რუ 29, სიდიბე 37, ბალმონი 88 - გომისი 38.
მსაჯი: ბენუა მილო.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 16 (4)-8 (5), კუთხური: 6-7, თამაშგარე: 1-4, სეივი: 5-4, ჯარიმა: 13-17.