“ვესტ ბრომვიჩი” 3 თვით ბენ ფოსტერის გარეშე დარჩა, რომელიც გუნდში ნომერ პირველი მეკარეა.
ინგლისური პრესის ინფორმაციით, 30 წლის მეკარეს მარჯვენა ფეხის ძვალი აქვს გაბზარული. მან ტრავმა გასულ შაბათს, პრემიერლიგაში “ევერტონთან” ჩატარებული მატჩის დროს მიიღო. უახლოეს დღეებში ფოსტერს ოპერაციას გაუკეთებენ.
უახლოესი სამი თვის განმავლობაში, “ვესტ ბრომვიჩის” მთავარ მწვრთნელს სტივ კლარკს არჩევანის გაკეთება ბოაზა მაიხილსა და ლუკ დენიელსს შორის მოუწევს. “ევერტონთან” მატჩის მეორე ტაიმში ფოსტერი სწორედ დენიელსმა შეცვალა.