“ნიუკასლის” ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფა, გუნდის მთავარ მწვრთნელ ალან პარდიუსთან კონფლიქტის გამო, სავარჯიშოდ ახალგაზრდულ გუნდში გაუშვეს. ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, პარდიუ 27 წლის ფრანგის საქმისადმი არაპროფესიონალური დამოკიდებულებით ძალიან უკმაყოფილოა.
“ნიუკასლი” მზადაა ბენ არფა 5 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდოს, მაგრამ მისი შეძენის მსურველებისთვის მიუღებელია ფეხბურთელის ხელფასი, რომელიც 2 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
განვლილ სეზონში, ფრანგმა “ნიუკასლში” 30 მატჩი ჩაატარა და 3 გატანილ გოლთან ერთად, 8 საგოლე პასი მიითვალა.