ჩოგბურთი

18:49 | 14.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბელგრადში სადევისთასო წილი ყარეს

15-17 ნოემბერს ბელგრადში სერბეთისა და ჩეხეთის ნაკრებები დევისის თასს გაითამაშებენ. დღეს ფინალის წილისყრა ჩატარდა და ცნობილი გახდა, რომ მატჩს ნოვაკ ჯოკოვიჩი და რადეკ შტეპანეკი გახსნიან. შემდეგ კი კორტზე დუშან ლაიოვიჩი და ტომაშ ბერდიხი გავლენ.

16 ნოემბერს წყვილთა შეხვედრაში ერთმანეთს ილია ბოზოლიაცი-ნენად ზიმონიჩი და იან ჰაიეკი-ლუკაშ როსოლი დაუპირისპირდებიან, დასკვნით დღეს კი ჯოკოვიჩი-ბერდიხი და ლაიოვიჩი-შტეპანეკი გაარკვევენ ურთიერთობას.

შეგახსენებთ, დევისის თასი 1900 წლიდან ტარდება (1915-18 და 1940-45 წლებში მსოფლიო ომების გამო არ გამართულა) და თასი ყველაზე მეტჯერ (32) აშშ-ის ნაკრებს აქვს მოგებული. ამჟამინდელ ფინალისტებს რაც შეეხება, ჩეხები საპატიო პრიზს 1980 (ჩეხოსლოვაკია) და 2012 წლებში დაეუფლნენ, ხოლო სერბებმა 2010-ში იმარჯვეს.

0.132354