ფეხბურთი

21:28 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიისა და ლუქსემბურგის შეხვედრა არაოფიციალურად გამოცხადდა

ბელგიასა და ლუქსემბურგს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრა FIFA-მ არაოფიციალურად გამოაცხადა. ამის მიზეზი ბელგიელთა მთავარი მწვრთნელის მიერ დაშვებულზე მეტი ცვლილების განხორციელებაა.

FIFA-ს მიერ დაწესებული შეზღუდვის თანახმად, ოფიციალურ ამხანაგურ მატჩში გუნდს მაქსიმუმ 6 ცვლილების განხორციელების უფლება აქვს. ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა, მარკ ვილმოტსმა ეს წესი დაარღვია და 7 ცვლილება გამოიყენა, რის გამოც, ლუქსემბურგთან მოგებული შეხვედრა (5:1) არაოფიციალურად გამოცხადდა.

ეს ნიშნავს, რომ რომელუ ლუკაკუს ლუქსემბურგთან გატანილი 3 გოლი არ ეთვლება. არადა, მან ნაკრებში ჰეთ თრიქი პირველად შეასრულა. გოლები ოფიციალურ ჩათვლაში არ დაუფიქსირდებათ არც კევინ დე ბრუინეს, ნასერ ჩადლისა და ლუქსემბურგელ აურელიენ იოახიმს.

0.114278