ფეხბურთი

3:29 | 8.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიამ ფლეი ოფი გაინაღდა

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გუშინდელ მატჩებში რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. უპირველესად, უნდა აღინიშნოს შოტლანდიის ხორვატიაში მოგება, მალტას მიერ სომხეთიდან 3 ქულის წაღება და ლიხტენშტაინის სლოვაკეთთან არწაგება.

ხორვატია შოტლანდიას მოგებათა 4-მატჩიანი სერიით დაუხვდა. შოტლანდიელებს, თავის მხრივ, ზედიზედ 4 თამაში ჰქონდათ წაგებული. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ ყოფილა, რომ მასპინძელი გუნდი გამოკვეთილი ფავორიტი იყო. მიუხედავად ამისა, ერთადერთი გოლი მაინც ხორვატთა კარში გავიდა. ეს გოლი შოტლანდიელებმა 26-ე წუთზე გაიტანა. გუნდის მარჯვენა ნახევამრცველმა, შონ მელონიმ გარს 3 მეტოქე შემოიხვია, რომელთაგან ერთ-ერთის, დარიო სრნას მიერ ასხლეტილი ბურთი სნოდგრასსთან მივიდა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ფეხბურთელმა სამქულიანი გოლი გაიტანა. ეს შოტლანდიელთათვის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მოგება იყო. მიუხედავად ამისა, გორდონ სტრაჩანის გუნდი მაინც ერთ-ერთია იმ ორიდან (სან მარინოსთან ერთად), რომელსაც მსოლფიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაზე მოხვედრის თეორიული შანსიც არ აქვს.

იმავე ჯგუფში, ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო ბელგიამ. მარკ ვილმოტსის გუნდი პირველია ევროპის ზონაში, რომელმაც მინიმუმ ფლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ბელგიამ უქულოდ სერბეთი დატოვა, რომელმაც ბოლო ბოლო 5 თამაშიდან მე-4 წააგო და შეიძლება ითქვას, რომ ფლეი ოფს მიღმა დარჩა.

B ჯგუფის ლიდერ იტალიას კარში ზუსტად არ დაარტყმევინეს ჩეხებმა, მაგრამ დიდი უპირატესობის მიუხედავად, მიხალ ბილეკის გუნდი ბოლო 20 წუთის განმავლობაში 10 კაცით მოთამაშე მეტოქესთან გამართულ მატჩში ქულას დასჯერდა.

ევროპელ ფეხბურთელთა შორის, ნაკრებში გატანილი გოლების მიხედვით, მე-5 ადგილზე გადაინაცვლა რობი კინმა, რომელმაც ეროვნული გუნდის მაისურით სულ მე-2, ხოლო 2006 წლის შემდეგ პირველი ჰეთ თრიქი გაიფორმა. ცოტა ხნის წინათ საქართველოს ნაკრების კარში 2 გოლის გამტანმა 32 წლის შემტევმა, ფარერებთან 3:0 მოგებულ შეხვედრაში, თავი 3-ჯერ გამოიჩინა და თავი 59 სანაკრებო გოლს მოუყარა. ევროპელ ფეხბურთელთა შორის, ეროვნულ ნაკრებში, მასზე მეტი მხოლოდ პუშკაშს (84 გოლი), კოჩიშს (75), გერდ მიულერსა (68) და კლოზეს (67) აქვთ გატანილი.

სამმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, ზედიზედ მეორედ იმარჯვა პორტუგალიამ, რომელმაც რუსეთი დაამარცხა. ფაბიო კაპელოს გუნდს ბოლო 4 თამაში მშრალად ჰქონდა მოგებული, მაგრამ ჩვენი ჩრდილო მეზობლები, ამჯერად, უქულოდ დარჩნენ. ლისაბონში გამართული მატჩის ბედი მე-9 წუთზე გადაწყდა, როდესაც მიგელ ველოზუს გადაცემა გოლად ელდერ პოშტიგამ აქცია.

G ჯგუფში, ზედიზედ მე-3 მოგებით, ლიდერობა შეინარჩუნა ბოსნიამ, რომელმაც ლატვია სტუმრად 5:0 გაანდგურა. ლიტვაში მინიმალური სხვაობით მოგებით მინიმუმ ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა საბერძნეთმა. დარჩენილი 4 თამაშიდან, ფერნანდო სანტოშის შეგირდები სამს საკუთარ კედლებში გამართავენ, ხოლო ერთს სტუმრად, აუტსაიდერ ლიხტენშტაინთან. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჯგუფის ბოლოადგილოსანმა და კონტინენტის ერთ-ერთ უსუსტეს გუნდად შერაცხულმა გუნდმა ზედიზედ მე-2 თამაში არ წააგო. ლატვიის შემდეგ, რენე პაურიჩის გუნდმა ქულები სლოვაკეთს დააკარგვინა.

მოულოდნელობად უნდა შეირაცხოს უკრაინის მონტენეგროში იოლად მოგება. კვლავ ჯგუფის ლიდერ გუნდთან სტუმართა გამართულ შეხვედრაში, მიხაელ ფომენკოს შეგირდებმა 4 უპასუხო გოლი გაიტანეს. შედეგად, ზედიზედ მესამედ მოგების წყალობით, უკრაინელებმა ფინალურ ეტაპზე მოხვედრის სერიოზული შანსები შეინარჩუნეს. სტუმრებმა, რომლებსაც პირველი ტაიმის მიწურულს კაცი უსამართლოდ გაუძევეს, მეტოქეს გოლები მე-2 ნახევარში გაუტანეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეორე 45 წუთში, აბიტრმა მასპინძელთაგან მოედანი 2 ფეხბურთელს დაატოვებინა.

I ჯგუფში, აქამდე ბოლო ორ ადგილზე მყოფი გუნდების დაპირისპირებაში, ფინეთმა ბელარუსს სძლია, რის შედეგაცაც, პაატელაინენის გუნდმა საქართველოს გადაასწრო და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

 

A ჯგუფი

ხორვატია-შოტლანდია 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 სნოდგრასი (26)

 

ბელგია-სერბეთი 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 დე ბრუინი (13), 2:0 ფელაინი (60), 2:1 კოლაროვი (88)

1. ბელგია 7 6 1 0 13:2 19
2. ხორვატია 7 5 1 1 10:4 16
3. სერბეთი 7 2 1 4 9:9 7
4. უელსი 6 2 0 4 6:14 6
5. შოტლანდია 7 1 2 4 4:9 5
6. მაკედონია 6 1 1 4 3:7 4

 

 

 

B ჯგუფი

ჩეხეთი-იტალია 0:0

გაძევება: ბალოტელი 72 (იტალია)

 

სომხეთი-მალტა 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 მიფსუდი (8)

1. იტალია 6 4 2 0 12:4 14
2. ბულგარეთი 6 2 4 0 11:4 10
3. ჩეხეთი 6 2 3 1 6:4 9
4. დანია 5 1 3 1 6:5 6
5. სომხეთი 5 1 0 4 2:8 3
6. მალტა 6 1 0 5 2:14 3

 

 

 

C ჯგუფი

ირლანდია-ფარერები 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 კინი (5), 2:0 კინი (56), 3:0 კინი (81)

 

ავსტრია-შვედეთი 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ალაბა (26, პენ), 2:0 იანკო (32), 2:1 ელმანდერი (72)

1. გერმანია 6 5 1 0 22:7 16
2. ავსტრია 6 3 2 1 15:5 11
3. ირლანდია 6 3 2 1 12:10 11
4. შვედეთი 5 2 2 1 9:7 8
5. ყაზახეთი 6 0 1 5 2:15 1
6. ფარერები 5 0 0 5 2:18 0

 

 

 

E ჯგუფი

ალბანეთი-ნორვეგია 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 რამა (41), 1:1 ტოგლი (87)

 

ისლანდია-სლოვენია 2:4 (2:2)

გოლები: 0:1 კურტიჩი (11), 1:1 ბიარნასონი (22), 2:1 ფინგობასონი (26, პენ), 2:2 ბირსა (31, პენ), 2:3 სეზარი (62), 2:4 კირმი (85)

1. შვეიცარია 5 3 2 0 7:1 11
2. ალბანეთი 6 3 1 2 7:6 10
3. ისლანდია 6 3 0 3 8:9 9
4. ნორვეგია 6 2 2 2 7:7 8
5. სლოვენია 6 2 0 4 8:10 6
6. კვიპროსი 5 1 1 3 4:8 4

 

 

 

F ჯგუფი

აზერბაიჯანი-ლუქსემბურგი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 აბისოვი (71), 1:1 ბენსი (79)

გაძევება: სუბასიჩი 85 (აზერბაიჯანი)

 

პორტუგალია-რუსეთი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 პოშტიგა (9)

1. პორტუგალია 7 4 2 1 12:6 14
2. რუსეთი 5 4 0 1 8:1 12
3. ისრაელი 6 3 2 1 15:8 11
4. აზერბაიჯანი 7 0 4 3 3:9 4
5. ჩრდ. ირლანდია 5 0 3 2 3:7 3
6. ლუქსემბურგი 6 0 3 3 3:13 3

 

  

 

G ჯგუფი

ლატვია-ბოსნია 0:5 (0:0)

გოლები: 0:1 ლულიჩი (48), 0:2 იბისევიჩი (53), 0:3 მედუნიანინი (63), 0:4 პიანიჩი (80), 0:5 ჯეკო (82)

გაძევება: ფერტოვსი 11 (ლატვია)

 

ლიხტშტაინერი-სლოვაკეთი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბუხელი (13), 1:1 დურიცა (73)

 

ლიტვა-საბერძნეთი 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ხრისტოდულოპულოსი (20)

1. ბოსნია 6 5 1 0 23:3 16
2. საბერძნეთი 6 4 1 1 7:4 13
3. სლოვაკეთი 6 2 3 1 7:5 9
4. ლიტვა 6 1 2 3 4:8 5
5. ლატვია 6 1 1 4 6:14 4
6. ლიხტენშტაინი 6 0 2 4 3:16 2

 

  

H ჯგუფი

მოლდოვა-პოლონეთი 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 კუბა (7), 1:1 სიდორენკო (37)

 

მონტენეგრო-უკრაინა 0:4 (0:0)

გოლები: 0:1 გარმაში (52), 0:2 კონოპლიანკა (77), 0:3 ფედეცკი (85), 0:4 ბეზუსი (90)

გაძევებები: ვოლკოვი 66, პავიჩევიჩი 79 – ზოზულია 45

1. მონტენეგრო 7 4 2 1 14:7 14
2. ინგლისი 6 3 3 0 21:3 12
3. უკრაინა 6 3 2 1 10:4 11
4. პოლონეთი 6 2 3 1 12:7 9
5. მოლდოვა 7 1 2 4 4:11 5
6. სან მარინო 6 0 0 6 0:29 0

 

 

 

I ჯგუფი

ფინეთი-ბელარუსი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ჰამაილაინენი (57)

გაძევება: ნეხაიჩიკი (ბელარუსი)

1. ესპანეთი 5 3 2 0 8:2 11
2. საფრანგეთი 5 3 1 1 8:4 10
3. ფინეთი 4 1 2 1 3:3 5
4. საქართველო 5 1 1 3 3:7 4
5. ბელარუსი 5 1 0 4 3:9 3
0.126212