ფეხბურთი

20:08 | 8.10.2013 | ნანახია NaN - ჯერ

ბელამი კარიერას შესარჩევი ციკლის შემდეგ დაასრულებს

 

“კარდიფის” თავდამსხმელმა კრეიგ ბელამიმ დაადასტურა, რომ მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულების მერე, ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშებს.

“მოთამაშეები მიდიან და მოდიან. ჩემი კარიერა დასასრულს უახლოვდება. ისე უნდა მოვიქცე, როგორც უკეთესი იქნება ნაკრებისთვის და იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც მის მომავალს შექმნიან. შემდეგი შესარჩევი ციკლი უკევ ჩემს გარეშე ჩაივლის” – იუწყება უელსელთა კაპიტნის სიტყვებს ВВС.

ბელამისთვის სანაკრებო კარიერაში უკანასკნელი 11 ოქტომბერს მაკედონიასთან და 15 ოქტომბერს ბელგიასთან გასამართი მატჩები იქნება.

ის უელსის ეროვნულ გუნდში 1998 წლიდან გამოდის და 76 მატჩში 19 გოლი გაიტანა.



კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:53 | 12.02.2018
Beka-1991 (596)

ენფილდზე კარგ ჰანდიკაპით მოგებას ველოდები. დრაგაოზეც არ გამიკვირდება 2იანი რომ გაახერხოს კლოპომ

10:10 | 12.02.2018
RHP (3623)

არაა ხელწამოსაკრავი გუნდი პორტუ ფრე არ იქნება ურიგო გასვლაზე
სახლში კი საკაიფოდ მოვუგებთ

01:33 | 12.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ყველა ვარიანტში უნდა გავცდეთ პორტოს.ლივერპული და ლიგის ფლეიოფი მომენატრა

00:43 | 12.02.2018
ogafa (10211)

ლივერპული დაქოქილია

0.069691