ფეხბურთი

11:41 | 12.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბელამი 3 მატჩით დასაჯეს

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ “კარდიფის” ფორვარდი კრეიგ ბელამი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამის შესახებ პრემიერლიგის ოფიციალური საიტი იუწყება.

“სუონსისთან” უკანასკნელ მატჩში, ვეტერანმა უელსელმა მეტოქის ნახევარმცველ ჯონათან დე გუზმანს უთავაზა, რის გამოც უახლოესი მატჩების გამოტოვება მოუწევს. საგულისხმოა, რომ უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას, მთავარ არბიტრს ეს ინციდენტი გამორჩა, მაგრამ ინგლისელები ამ ეპიზოდს შეხვედრის დასრულების შემდეგ მიუბრუნდნენ.

“კარდიფი” ბელამის დამნაშავედ აღიარებს და დისკვალიფიკაციის გაპროტესტებას არ გეგმავს.

 

0.128347