ჩოგბურთი

11:26 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეკერი ჯოკოვიჩის წინააღმდეგ

 ავსტრალიის საჩოგბურთო ჩემპიონატის ოთხგზის ტრიუმფატორი ნოვაკ ჯოკოვიჩი წლევანდელი შეჯიბრების მეოთხედფინალშია. სერბმა ამას იტალიელი ფაბიო ფონინის იოლად დამარცხების შედეგად მიაღწია – 6:3, 6:0, 6:2. “ნოლემ” კარიერის განმავლობაში მეშვიდედ მოუგო ფაბიოს, ბალკანელთან დაპირისპირებისა კი ფონინის ანგარიშზე კი ერთადერთი წარმატებაა. მატჩი საათსა და 33 წუთს გაგრძელდა.

ჯოკოვიჩის ანგარიშზე 6 ბრეიკი და 7 ეისია, მეოთხედფინალში კი ნოვაკი ესპანელი ტომი რობრედოსა და შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკას შორის მოგებულს შეხვდება.

ფონინისთან პაექრობის დასრულების შემდეგ ამჟამად საჩოგბურთო მიმომხილველად მომუშავე ჯიმ კურიემ ჯოკოვიჩს თავისი მწვრთნელის ბორის ბეკერის პაროდირება სთხოვა, რასაც ნოვაკი დათანხმდა და მაყურებელი ამით უფრო გაერთო, ვიდრე ფონინისთან მისი დაპირისპირების ცქერით. ბოლოს კი ჯოკოვიჩმა ისისც დასძინა, რომ ბორისი ვარჯიშობს და მაიამიში ბეკერ-ჯოკოვიჩის საგამოფენო შეხვედრა ჩატარდება. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117155