მიუნხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი გუნდის კაპიტან ფილიპ ლამის თამაშით ძალიან კმაყოფილია. კაიზერ ფრანცის აზრით, ბავარიულ კლუბში 2013 წელს საუკეთესო სწორედ ლამი იყო.
“ფილიპ ლამს თავისუფლად შეუძლია, ყველა პოზიციაზე ერთნაირად, უმაღლეს დონეზე ითამაშოს. ერთადერთი, რაც ალბათ არ გამოუვა, მეკარეობაა. მისი სახით არა მარტო “ბაიერნს”, არამედ გერმანიის ნაკრებს ძალიან ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს. წლევანდელ საკლუბო წარმატებებში ერთ-ერთი უმთავრესი როლი ლამის კარგმა თამაშმა შეასრულა და ვფიქრობ, “ბაიერნის” რიგებში საუკეთესოც იყო” – განაცხადა ბეკენბაუერმა.