ფეხბურთი

20:44 | 26.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეკენბაუერი: “რობენის რწმენა დაკარგული მქონდა”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი, “ბაიერნის” მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ რამდენიმე ეპიზოდის გაფუჭების შემდეგ, მას არიენ რობენის რწმენა დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ “დორტმუნდთან” გამართულ მატჩში, ჰოლანდიელმა გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი გააფუჭა, მაგრამ მე-2 ტაიმში, მან ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი თავადაც გაიტანა და გუნდს ჩემპიონთა თასი მოაგებინა.

“როდესაც რობენმა რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენა, მისი რწმენა დავკარგე. თუმცა, ჰოლანდიელმა თავი ხელში აიყვანა და თამაშის ერთ-ერთ გმირად იქცა.” – აცხადებს გერმანელი, რომელიც კომენტარს მეტოქეზეც აკეთებს – “დორტმუნდმა” “ბაიერნს” თავისი ჩვეული ფეხბურთის ჩვენების საშუალება არ მისცა. ეს ნამდვილად მეტოქის დამსახურებაა. მაგრამ “ბაიერნმა” მოიგო, რითიც ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ მათ სხვაგვარად თამაშიც შეუძლიათ.”

0.118433