ფეხბურთი

12:18 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეკენბაუერი: “ლამი მათეუსს გაუსწრებს”

მიუნხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტ ფრანც ბეკენბაუერი დარწმუნებულია, რომ ბავარიული კლუბის მცველი ფილიპ ლამი ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობის ახალ რეკორდს დაამყარებს. ამჟამად რეკორდსმენი ლოთარ მათეუსია, რომლის ანგარიშზეც 150 თამაშია.

“თუკი ვინმე მათეუსს გადაუსწრებს, უპირველესად ფილიპ ლამი. მართალია, ჯერ რეკორდს 48 თამაში აშორებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამის რეალური შანსი აქვს” – უთხრა ფრანც ბეკენბაუერმა ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112273