ფეხბურთი

17:40 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეკენბაუერი კროოსს: “შეუცვლელი ფეხბურთელები არ არსებობენ”

“ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი აცხადებს, რომ თუ ტონი კროოს მიუნხენურ გუნდში დარჩენა სურს, ფეხბურთელმა ფინანსური მოთხოვნები უნდა შეამციროს.

კროოსსა და “ბაიერნს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მომდევნო სეზონის ბოლოს გასდის და მხარეები ახალი ხელშეკრულების პირობებზე ვერ თანხმდებიან. ამის მიზეზი ისაა, რომ მიუნხენური კლუბის წარმომადგენელთა აზრით, ფეხბურთელი ზედმეტად დიდ ხელფასს ითხოვს.

“თუ რომელიმე ფეხბურთელის მოთხოვნა საზღვრებს სცდება, კლუბმა მკაცრი გადაწყვეტილება უნდა მიიღო. არ არსებობს ფეხბურთელი, რომლის გამოც ჩვენი სატრანსფერო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს.

შეუცვლელი ფეხბურთელები არ არსებობენ. თუ კროოსს “ბაიერნში” დარჩენა უნდა, ვურჩევ, საკუთარ თავს ზედმეტად მაღალ ფასს ნუ დაადებს.” – ციტირებს ბეკენბაუერის სიტყვებს Sky.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115473