FIFA-მ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, მიუნხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტი, ფრაც ბეკენბაუერი ფეხბურთიდან 90 დღით მოკვეთა.
მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური განცხადების თანახმად, ბეკენბაუერის დასჯის მიზეზი ისაა, რომ მან ეთიკის დამოუკიდებელ კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. საქმე ეხება 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლებად რუსეთისა და კატარის არჩევის გამოძიებას. ამ დარღვევის გამო, ბეკენბაუერს, 90 დღის განმავლობაში, ნებისმიერი საფეხბურთო აქტივობა ეკრძალება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სადაც გვარდი მიდის,ყოველთვის ის ქვეყანა ხსება დომინანტი. გვარდიმ გააგიჟა ბარსა და ესპანეთმა მოიგო პირველი და ერთადერთი ოქრო თავის ისტორიაში,მსოფლიო თასზე(ბარსას კოპიფეისთი იყო ესპანეთი), გერმანიაში მივიდა და ეგრევე მსოფლიო დადეს,ახლა ინგლისშია და მარადიული ლუზერი,ინგლისის ნაკრები, 28 წლიანი პაუზის შემდეგ ნახევარფინალში გავიდა მსოფლიოზე. გვარდი საუკეთესოა!!!