ფეხბურთი

12:40 | 29.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეინსსა და ფელაინის ტრანსფერზე დაყენება არ მოუთხოვიათ

ინგლისური “ევერტონის” თავკაცმა რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ მარუან ფელაინისა და ლეიტონ ბეინსს ტრანსფერზე დაყენება არ მოუთხოვიათ.

“სიცრუეა. თქვენ ზედმეტად ბევრ სიახლეებს კითხულობთ. ორივე ფეხბურთელი დიდი პროფესიონალია და ჩვენც სწორედ ასეთები გვჭირდება. ისინი ჩვენს კლუბთან დაკავშირებულნი არიან. სპეკულაციებს ყურადღებას არ მივაქცევ. ამ მომენტში, 100%-ით მომავალ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული. თუკი რაიმე კონკრეტული იქნება, ჩვენი გულშემატკივრები აუცილებლად შეიტყობენ”, - უთხრა მარტინესმა The Guardian-ს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერი” ორივე მათგანში 28 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდა.

 

0.125153