ტრავმის მიუხედავად, მადრიდის “რეალის” ახალწვეული გარეტ ბეილი უელსის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. ამის შესახებ ESPN-ი იუწყება.
მოგეხსენებათ, 24 წლის ნახევარმცველს მარცხენა ბარძაყის პრობლემა აქვს და მისი გამოჯანმრთელების ვადები, უცნობია. მიუხედავად ამისა, უელსელებმა თავიანთ ლიდერს მაინც უხმეს.
ცნობისათვის, უელსის ნაკრები 11 ოქტომბერს მაკედონიას დაუპირისპირდება, 15 ოქტომბერს – ბელგიას.