ფეხბურთი

18:21 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილს “იუვენტუსისთვის” და “ბარსელონასთვის” ამზადებენ

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი გარეთ ბეილი სპეციალურად მისთვის შექმნილი პროგრამით ვარჯიშობს, რათა უელსელმა “იუვენტუსთან” და “ბარსელოანსთან” გასამართ მნიშვნელოვან მატჩებამდე სასურველ ფორმაში შესვლა მოახერხოს.

გასულ ზაფხულში, “რეალმა” ბეილში 100 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ უელსელს მადრიდულ გუნდში თავისი შესაძლებლობები ჯერ არ უჩვენებია. ამის მიზეზი ტრავმაა. ბეილმა მონაწილეობა სულ 3 მატჩში მიიღო და მან მოედანზე 132 წუთი დაჰყო.

მადრიდული AS-ის ცნობით, კარლო ანჩელოტიმ ბეილს ვარჯიშების ინდივიდუალური პროგრამა შეუდგინა. 24 წლის უელსელი ვარჯიშებს დღეიდან შეუდგება. მიზანი 19 ოქტომბერს “მალაგასთან” მცირე ხნით თამაში, ხოლო “იუვენტუსთან” და “ბარსელონასთან” გასამართი მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაში ყოფნაა.

0.115438