სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

11:56 | 24.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილისით გაბრუებული "ბოსტონი"

"მემფისისთვის" "ბოსტონი" ყოველთვის უხერხული მეტოქე გახლდათ, "გრიზლისს" საკუთარ დარბაზში ბოლო 5 გარჩევა ჰქონდა წაგებული "სელტიქსთან" და მათი ბოლო წარმატება შორეულ, 2006 წლის 14 მარტზე მოდიოდა. მაგრამ მიუხედადავად უარყოფითი ბალანსისა, ლაიონელ ჰოლინზის დამოძღვრილმა გუნდმა ბოლომდე მოინდომა და სათადარიგოთა სკამიდან შემოსული ჯარეტ ბეილისის შედეგიანი თამაშის წყალობით, დრამატულ ბრძოლაში მეტოქე 110:106 დაამარცხა.

მატჩს ორივე გუნდი სერიოზული დანაკლისით შეხვდა, სტუმრებს კევინ გარნეტი და კორტნი ლი აკლდნენ, ხოლო მასპინძლებმა ესპანელი ცენტრი მარკ გასოლი მოისაკლისეს, ტრავმის შემდეგ ახლახან გამოჯანმრთელებული ზაკ რენდოლფი კი, სასტარტო ხუთეულში არ გახლდათ, რადგან ჯერჯერობით, სრულიად არ აქვს აღდგენილი სპორტული კონდიციები.

მოულოდნელად, მატჩი ძალიან ლაღი და უხვქულიანი გამოვიდა. ორივე გუნდი, ფაქტობრივად, იგნორირებდა დაცვაში თამაშს და ძირითად აქცენტს შეტევაზე აკეთებდა. პირველ მეოთხედში, პარკეტზე საუკეთესო გახლდათ "ბოსტონის" კაპიტანი პოლ პირსი, რომელმაც 13 ქულა დააგროვა და პირადად მოაგებინა საწყისის 12 წუთი საკუთარ გუნდს - 31:29.

მეორე პერიოდში, სათადარიგოთა სკამიდან შემოსულ მოთამაშეებს მიეცათ თავის გამოჩენის შანსი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ კომპონენტში, სერიოზული პრობლემა აქვს ტრავმებით ისედაც დატანჯულ "სელტიქსს". "მემფისის" მეორე ხუთეულის წევრებმა, გარეტ ბეილისის(20 ქულა) და ზაკ რენდოლფის შედეგიანი გარჯის შედეგად ნამდვილი შტურმი მოუწყვეს სტუმრებს და დიდ შესვენებაზე 10 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 61:51.

მეორე ტაიმის სტარტზე, ორივე გუნდმა გამოასწორა დაცვაში თამაში, მაგრამ ამით საერთო სურათი არ შეცვლილა, "ბოსტონი" ცდილობდა დასწეოდა მეტოქეს, თუმცა მასპინძლები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. მშვენივრად შეეწყო "მემფისს" ტაიშონ პრინსი, რომელმაც უფრო შეკრა გუნდის დაცვა და ძნელად დასაძლევ ზღუდედ აქცია.

"გრიზლიმ" მეოთე მეოთხედი 14-4 გაქცევით დაიწყო და საფინალო სირენამდე 7:16 წუთით ადრე, მასპინძელთა უპირატესობამ 21 ქულას უწია - 98:77. პოლ პირსმა მეხუთე პერსონალური ფოლი მიიღო და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, რის შემდეგაც, დოკ რივერსმა სათადარიგო მოთამაშეებს უხმო, რათა მათთვისაც მიეცა თავის გამოსაჩენი დრო. "გარბიჯ თაიმი" მოულოდნელად კატასტროფულად შემობრუნდა "მემფისისთვის". ჯორდან კროუფორდის და ტერენს უილიამსის ბრწყინვალე თამაშმა შეტევაში, შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა. "ბოსტონის" მეორე ხუთეულის წევრებმა 21:4 გაქცევა მოუწყვეს მეტოქეს და მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 1:14 წუთით ადრე, 4 ქულიან დისტანციაზე მიუახლოვდნენ მასპინძლებს - 98:102. თუმცა ეს, მათი ბოლო წარმატება აღმოჩნდა - დარჩენილ დროში, ჯერ არტურმა ჩააგდო ნახევარკაუჭი, შემდეგ "გრიზლებმა" ექვსივე საჯარიმო ტყორცნა გამოიყენეს და ნერვული მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულეს - 110:106.

მატჩის MVP "მემფისის" უკანახაზელი გარეთ ბეილისი გახდა, რომელმაც კარიერის მატჩი ჩაატარა და საკუთარ გუნდს 30 ქულა შესძინა, "ბოსტონის" შემადგენლობაში კი გამოირჩა პოლ პირსი - 26 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა.

დღევანდელი წარმატების შემდეგ, "გრიზლი"(47-22) დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე პოზიციაზე იმყოფება და სოლიდური სხვაობით უსწრებს ერთი საფეხურით ქვემოთ მყოფ "გოლდენ სტეიტს" (39-31), ხოლო "ბოსტონი"(36-33), უკვე ზედიზედ 4 თამაშია რაც აგებს  და საკუთარ კონფერენციაში 7-ე პოზიციამდე დაქვეითდა.

 

 

მემფისი - ბოსტონი 110:106 (29:31, 32:20, 24:22, 25:33)

მემფისი: კონლი (12+10პ), ალენი (10+10მ), არტური (18), დევისი (11), პრინსი (12); დაიე (), პოინდექსტერი (2), ბეილისი (30), რენდოლფი (15+11მ)

ბოსტონი: ტერი (10), ბრედლი (8), გრინი (12), ბასი (6), პირსი (26); ვილკოქსი (8), რენდოლფი (2), უილიამსი (9), კროუფორდი (21), ვაითი (4)

 

ჩიკაგო - ინდიანა 87:84 (16:22, 23:22, 29:23, 19:17)

ჩიკაგო: ჰაინრიხი (2), ბელინელი (4), ბუზერი (18+10მ), მოჰამედი (11), დენგი (20); ბატლერი (3),გიბსონი (11), რობინსონი (9), კუკი (9), ტიგი, ტომასი

ინდიანა: ჰილი (11), სტივენსონი (10), ჰიბერტი (18+12მ), ტ. ჰენსბროუ (7), ჯორჯი (23+11მ); იანგი, პენდერგრაფი (6), გრინი (5), მაინმი (4), ოგუსტინი

 

შარლოტი - დეტროიტი 91:92 (24:23, 26:24, 26:22, 15:23)

შარლოტი: ვოკერი (25), ჰენდერსონი (15),ბიიომბო (12), მაკრობერტსი (4), კიდ-გილკრისტი (11); პარგო (16),გორდონი (3),ტეილორი (3), ადრიენი (2)

დეტროიტი: ნაითი (10), სინგლერი (6), მონრო (6), მაქსიელი (14), კალდერონი (11); მიდლეტონი (6), ჯერებკო (8), ბაინამი,სტაკი (13), ვილიანუევა (18)

 

ნიუ იორკი - ტორონტო 110:84 (21:17, 38:30, 23:20, 28:17)

ნიუ იორკი: შამპერტი (8), მარტინი (18), ენტონი (28), ფელტონი (9), პრიჟიონი (2); კოუპლენდი (12), კიდი (3), სმიტი (25), ნოვაკი (5)

ტორონტო: ლოური (14), დეროზანი (17),ვალანჩუნასი (11), როსი (13), ფილდსი (7); ანდერსონი (14), ლუკასი (4),ჯონსონი (4)

 

დენვერი - საკრამენტო 101:95 (27:17, 23:23, 20:31, 31:24)

დენვერი: იგუადალა (15), კუფოსი (13), ფარიდი (17), გალინარი (19), მილერი (11); ბრიუერი (2), მაკგი (11), სტოუნი (5), რენდოლფი (8)

საკრამენტო: ტომასი (10), ევანსი (4), კაზინსი (24+15მ), ტომპსონი (6), სალმონსი (18); ტორნტონი (10), ოლდრიხი (2), აუთლო (8), ფრედიტი (6), პატერსონი (7), დაგლასი

 

კლიპერსი - ბრუკლინი 101:95 (25:24, 22:25, 23:26, 31:20)

კლიპერსი: პოლი (29+11პ), გრინი (15), ჯორდანი (13+12მ), გრიფინი (11), ბატლერი (8); კროუფორდი (13), ოდომი, ჰოლინზი, ბლედსოუ (7), ბარნსი (5)

ბრუკლინი: უილიამსი (18), ჯონსონი (15), ლოპესი (18),ევანსი (7+16მ), ვოლესი (15); ბლაჩი (3),ვოტსონი (10), ბრუქსი, ჰამფრიზი, ბოგანსი (9)

 

გოლდენ სეტიტი - ვაშინგტონი 101:92 (29:17, 29:23, 24:24, 19:28)

გოლდენ სტეიტი: კარი (35), ტომპსონი (18), ბოგუტი (10), ლი (11+15მ), ბარნსი (16); ბიედრინსი, ლენდრი, ჯეკი (11), გრინი

ვაშინგტონი: ვოლი (14), ოკაფორი (7), ნენე (9), ვებსტერი (10), ტემპლი (9); მარტინი (23), სერაფინი (4), ბუკერი (12), სინგლეტონი (4)

 

დასავლეთ კონფერენცია

 

1. სან ანტონიო
69 53 4 3 16 7207:6653 0.768
2. ოკლაჰომა 70 51 4 2 19 7439:6806 0.729
3. დენვერი 71 49 4 1 22 7521:7174 0.690
4. კლიპერსი 70 48 0 1 22 7055:6593 0.686
5. მემფისი 69 47 4 1 22 6451:6174 0.681
6. გოლდენ სტეიტი
71 40 2 2 31 7132:7108 0.563
7. ჰიუსტონი 69 38 0 3 31 7349:7091 0.551
8. ლეიკერსი 70 36 2 0 34 7145:7076 0.514
9. იუტა 69 34 3 3 35 6746:6807 0.493
10. დალასი 69 33 1 8 36 7003:7050 0.478
11. პორტლენდი 69 33 5 1 36 6789:6864 0.478
12. მინესოტა 67 24 1 1 43 6351:6546 0.358
13. საკრამენტო 70 25 0 4 45 6974:7325 0.357
14. ნიუ ორლეანი
70 24 1 3 46 6571:6828 0.343
15. ფინიქსი 70 23 3 2 47 6600:7042 0.329

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

 

1. მაიამი 68 54 5 1 14 7029:6513 0.794
2. ნიუ იორკი
68 42 0 1 26 6731:6511 0.618
3. ინდიანა 70 43 2 3 27 6607:6268 0.614
4. ბრუკლინი 69 40 5 0 29 6611:6519 0.580
5. ატლანტა 69 38 4 1 31 6731:6701 0.551
6. ჩიკაგო 68 37 3 2 31 6299:6272 0.544
7. ბოსტონი 69 36 7 4 33 6633:6621 0.522
8. მილუოკი 68 34 3 2 34 6712:6810 0.500
9. ფილადელფია 68 26 2 1 42 6286:6554 0.382
10. ტორონტო 70 26 2 7 44 6810:6956 0.371
11. ვაშინგტონი 69 25 0 5 44 6412:6579 0.362
12. დეტროიტი 71 24 0 3 47 6687:7017 0.338
13. კლივლენდი 69 22 0 1 47 6706:7001 0.319
14. ორლანდო 70 18 0 3 52 6595:7063 0.257
15. შარლოტი 69 16 3 1 53 6437:7097 0.232
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.17216