ლონდონის “ტოტენჰემის” უელსელი ლიდერის, გარეთ ბეილის ტრავმა, როგორც ჩანს, გამოგონილი არ ყოფილა. დაზიანების გამო, ფეხბურთელი უელსსა და ირლანდიასთან გასამართ ამხანაგურ მატჩს დააკლდება.
“ტოტენჰემის” წინასასეზონო მზადების დროს, გარეთ ბეილმა მოედანზე მხოლოდ 45 წუთი დაჰყო. ცნობილია, რომ ის ვერც პრემიერლიგის პირველ ტურში ითამაშებს. ოფიციალური ვერსიით, ამის მიზეზი ტრავმაა, მაგრამ სხვა მოსაზრებაც გამოითქვა, რომელიც მის სატრანსფერო საგას უკავშირდება.
როგორც ირკვევა, გარეთ ბეილს ტრავმა მართლაც აქვს, რასაც უელსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანაშემწე, კიტ სიმონდსი ადასტურებს: “გარეთმა მსუბუქად ივარჯიშა. ის მოახლოებულ მატჩში სათამაშოდ მზად არაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბეილმა ნაკრების განკარგულებაში ყოფნა ინსურვა.”
შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს, ბეილის “ტოტენჰემი” თბილისს ეწვევა და ევროპის ლიგაზე “დინამოს” დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
F.C.I BAYERN MUNICH და აბა რას ელოდი?ბაიერნის ტაქტიკა ფრთხილი იყო,დაცვაში კარგად თამაშზე გააკეთეს აქცენტი,პორტოსთან თამაშში კი სულ სხვა იქნება,რადგან იქ რიბერი,შვაინა იქნება
ბაიერნმა 3 თამაშში 1 ბურთი გაიტანაა რა ცუდიი სტატისტიკააა
ბაიერნმა რაც ლევერკუზნთან აჩვენა იმ თამაშით შორს ვერ წავა,პორტუსთან დზაან გაუჩირდება,რა დროს დააკლდა რიბერი რობენი ალაბა,მაგარი ტეხავსსს,ბაიერნი წელსს ლიგის მომგებიი ვერაა.