ფეხბურთი

12:57 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილის პრეზენტაცია სამშაბათამდე გადაიდო

არა და არ დაადგა საშველი გარეტ ბეილის ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებასა და ფეხბურთელის საზოგადოების წინაშე წარდგენას. The Telegraph-ის ცნობით, 24 წლის უელსელი შაბათიდან მადრიდში იმყოფება, მაგრამ პრობლემა საორგანიზაციო საკითხებშია. 

“სანტიაგო ბერნაბეუზე”, სადაც 85000 გულშემატკივარი ეტევა, უკვე შეტანილია გრანდიოზული სცენა, სადაც ბეილი პრესისა და ქომაგების წინაშე უნდა გამოჩნდეს. როგორც ირკვევა, მისი პრეზენტაცია სამშაბათს შედგება და არაა გამორიცხული, დღემ კიდევ გადაიწიოს.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის “ტოტენჰემი” ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს მიიღებს.

 

0.123759