ფეხბურთი

4:33 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილის პირველი მადრიდული ჰეთ–თრიქი

„ვალიადოლიდთან“ მატჩი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელ გარეტ ბეილს მთელი ცხოვრება ემახსოვრება – უელსელმა მადრიდის „რეალის“ მაისურით პირველი ჰეთ–თრიქი შეასრულა და ამას საგოლე გადაცემაც დაუმატა.

33–ე წუთზე, ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილმა ლიდერმა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა და ანგარიში გახსნა, სამიოდ წუთში კი, კარიმ ბენზემას გამოზომილი გადაცემა გაუკეთა და თავური დარტყმით გაატანინა.

მე–2 ტაიმში, ბეილმა მონაგარი გაზარდა – ჯერ დაახლოებით 10 მეტრიდან ამიღო სტუმართა კარი, შემდეგ – მარსელოს პასი დააგვირგვინა გოლით და „რეალს“ 4:0 მოაგებინა.

3 ქულა მოიპოვა მეორე მადრიდულმა კლუბმა „ატლეტიკომაც“, რომლის მეტოქეც „ელჩე“ გახლდათ. დიეგო სიმეონეს სტუმრად მოთამაშე გუნდმა მეტოქეს 2 უპასუხო ბურთი გაუტანა და დამსახურებულად იმარჯვა. გასვლითი მატჩი მოიგო „სოსიედადმაც“ – სან სებასტიანელებმა „ესპანიოლი“ დაამარცხეს.

ვიგოს „სელტამ“ „ალმერიას“ უმასპინძლა და შინ უქულოდ გაისტუმრა – 3:1.

 

ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“. 29000

ელჩე – ატლეტიკო 0:2 (0:0)

ელჩე: ერერა, ლომბანი, სუარესი, ალბაკარი, ბოტია, სანჩესი (მარკესი 75), პერესი, ჩავესი (ნიხესი 66), ჰილი, კორომინასი, ბოაკიე (ერერა 72).

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ლუისი, გოდინი, ტიაგუ, გაბი, თურანი (ადრიანი 70), კოკე, ვილია (გარსია 62), კოსტა.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: 0:1 კოკე (64), 0:2 კოსტა (74)

გაფრთხილება: ბოტია (26), ალბაკარი (64) – ტიაგუ (15), ვილია (17), ლუისი (66), კოკე (83)

კარში დარტყმა: 10 (2) – 11 (3) ჯარიმა: 14 - 13 კუთხური: 9 - 6 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 1 – 2

 

ვიგო. „ბალაიდოსი“. 19000

სელტა – ალმერია 3:1 (1:1)

სელტა: იოელი, მალიო, ორტენეჩე, კოსტასი, კრონ–დელი (ნოლიტო 77), ოუბინია, ორელიანა, ლოპესი, რაფინია (ფერნანდესი 66), ტონი (ხონი 60), შარლესი.

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

სელტა: ესტებანი, ნელსონი, დუბარბიერი (რაული 76), ტორსილერი, ტრუხილიო, სორიანო (ბარბოსა 66), ვერსა, აზიზი, ვიდალი, სუსო, დიასი (რომერა 71).

მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

გოლი: 0:1 სუსო (9), 1:1 ორელიანა (26), 2:1 ოუბინია (49), 3:1 შარლესი (59)

გაფრთხილება: კრონ–დელი (9) – დუბარბიერი (60), სუსო (79)

კარში დარტყმა: 17 (6) – 6 (3) ჯარიმა: 11 - 12 კუთხური: 7 - 3 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 57% - 43% სეივი: 2 – 3

 

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 69000

რეალი – ვალიადოლიდი 4:0 (2:0)

რეალი: ლოპესი, რამოსი, პეპე, მარსელო, კარვახალი, ალონსო, მოდრიჩი, ბეილი, დი მარია (ხესე 74), ისკო, ბენზემა (მორატა 74).

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ვალიადოლიდი: მარინიო, რუედა, ვალიენტე, პენია, ალკატრასი, ბერგდიჩი, ალვარო, ლარსონი (ომარი 46), სასტრე (ოსორიო 85), როსი, გერა (მანუშუ 74).

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

გოლი: 1:0 ბეილი (33), 2:0 ბენზემა (36), 3:0 ბეილი (64), 4:0 ბეილი (89)

გაფრთხილება: პეპე (71) – სასტრე (81)

კარში დარტყმა: 26 (12) – 8 (3) ჯარიმა: 6 - 8 კუთხური: 9 - 1 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 65% - 35% სეივი: 3 – 8

 

ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი“. 15000

ესპანიოლი – სოსიედადი 1:2 (1:0)

ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, როდრიგესი, ფუენტესი, ალვარესი (სიმაუ 59), ხ.ლოპესი, დ.ლოპესი, გარსია (პიცი 84), სტუანი, კორდობა (ტორჟე 49).

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

სოსიედადი: ბრავო, გონსალესი, დე ლა ბელია, კ.მარტინესი, ი.მარტინესი (ანსოტეგი 62), ხაბი პრიეტო, ბერგარა, როსი (პარდო 66), გრიზმანი, აგირეჩე (სეფეროვიჩი 78), ველა.

მწვრთნელი: ჰაგობა არასატე

გოლი: 1:0 კორდობა (32), 1:1 გრიზმანი (69), 1:2 სტუანი (88ს.კ)

გაფრთხილება: კორდობა (7), სტუანი (43), ფუენტესი (60), ლოპესი (79) – მარტინესი (53), გონსალესი (80), სეფეროვიჩი (90)

კარში დარტყმა: 13 (4) – 15 (6) ჯარიმა: 17 - 12 კუთხური: 5 - 7 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 36% - 64% სეივი: 4 – 3

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114435