ფეხბურთი

17:30 | 29.05.2013 | ნანახია NaN - ჯერ

ბეილის აგენტი: “რეალის” წინადადების მოსასმენად მზად ვართ”

“ტოტენჰემის” უელსელი ვარსკვლავის, გარეთ ბეილის აგენტი აცხადებს, რომ ის “რეალის” წინადადების მოსასმენად მზადაა, მაგრამ მადრიდელებს აფრთხილებს, რომ ბეილი ნეიმარზე უკეთესი და შესაბამისად ძვირი ფეხბურთელია.

“ბეილის ტრანსფერი ნეიმარზე ძვირი დაჯდება. გარეთი უბრალოდ მასზე უკეთესია.

თუ ფლორენტინო პერესი ბეილის შეძენით დაინტერესებულია, ჩვენ მზად ვართ მას მოვუსმინოთ. თუმცა, ბეილს “ტოტენჰემთან” კონტრაქტი კვლავ აკავშირებს.

ჩემი კლიენტით არაერთი კლუბია დაინტერესებული. ბეილი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც “ტოტენჰემთან” კონტრაქტი აკავშირებს. არ ვიცი, მიიღეს თუ არა ლონდონელებმა “რეალისგან” წინადადება. ერთადერთი, რაც მე ვიცი, არის ის, რომ ბეილსა და “ტოტენჰემს” ხელშეკრულება ერთმანეთთან კიდევ 3 წლით აკავშირებს.” – ციტირებს ბეილის აგენტის, ჯონათან ბარნეტის სიტყვებს The Guardian-ი.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:39 | 09.03.2014
giomebo (1190)

გვალიაზე არ ამბობდით ამხანაგურებს რომ თამაშობდნენ ყველაზე აქტიური იყოო??? თუ ასეა ჩემპიონატის თამაშზე შეცვლაზე მაინც რატო არ ატამაშეს? ჟურნალისტებო რატო გვატყუებთ?

20:57 | 08.03.2014
tankred (748)

ძლიერი ფეხბურთელი კი იყო, მაგრამ ძლიერი მწვრთნელი ...

20:43 | 08.03.2014
sabonis (9584)

რა კარგად იწყებს შოთი და გაგრძელება უჭირს მერე მის გუნდებს.ეტყობა დასასრული ჯერ კარგად ვერ აითვისა.DDDD

19:57 | 08.03.2014
tengoroma (4673)

ფორცა შოთიიიიიიიიიიიიი

0.070412