ფეხბურთი

10:53 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი წელიწადში 5 მილიონს მიიღებს

მადრიდის “რეალი” ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველის – გარეტ ბეილის ტრანსფერს ოფიციალურად შაბათ-კვირას გამოაცხადებს, იქამდე კი, Punto Pelota-სთვის კონტრაქტის დეტალები უკვე ცნობილია. როგორც ირკვევა, 24 წლის უელსელი “სამეფო კლუბთან” 6-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის ძალითაც, მისი წლიური ანაზღაურება 5 მილიონი ევრო იქნება.

საგულისხმოა, რომ “რეალის” ოფიციალური საიტის მაღაზიის გვერდზე, ბეილის 11-ნომრიანი მაისურები უკვე გაყიდვაშია, რაც თავისთავად მრავლისმთქმელი ფაქტია. ინგლისური გამოცემების ინფორმაციით, მხარეებს მცირე დეტალებიღა დარჩათ და სულ მალე, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერიც გაიჩარხება.

რამდენადაც ცნობილია, “ტოტენჰემი” ბეილის სანაცვლოდ 93 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

 

0.125455