ფეხბურთი

12:15 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი “ტოტენჰემში” რჩება

“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში კიდევ ერთხელ ირწმუნება, რომ გუნდის ლიდერი და საუკეთესო ფეხბურთელი გარეთ ბეილი ამ ზაფხულში “უაით ჰართ ლეინს” არ დატოვებს.

პორტუგალიელმა Sky Sports-თან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლონდონური კლუბი 23 წლის უელსელთან დაკავშირებით არანაირ წინადადებას არ განიხილავს.

“კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ბეილთან დაკავშირებით სატრანსფერო წინადადებების განსახილველად მზად არ ვართ. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა თანხას შემოგვთავაზებენ გარეთის სანაცვლოდ - ის “ტოტენჰემში” დარჩება. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მომცეს მყარი გარანტია იმისა, რომ ბეილი სხვა გუნდში არ გადავა. ის თავადაც კარგად გრძნობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენი გუნდისთვის”, - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.

უელსელმა პრემიერლიგის გასულ სეზონში 33 მატჩში 21 გოლი გაიტანა და როგორც საფეხბურთო ასოციაციისგან, ასევე ჟურნალისტებისგან, საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზები დაისაკუთრა.

 

0.111265