ფეხბურთი

13:11 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: “კარგად ვითამაშეთ”

გუშინდელი სუპერთასის თამაშის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, გარეთ ბეილი იყო. მოგეხსენებათ, შეხვედრა მის მშობლიურ ქალაქ კარდიფში იმართებოდა და უელსელისგან ყველა დაუვიწყარ ასპარეზობას ელოდა.

მართალია, გარეთმა გოლის გატანა ვერ შეძლო, მაგრამ ბეილი მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან პროდუქტიული და აქტიური იყო. ანგარიში კი სწორედ მისი ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ გაიხსნა.. შეხვედრის დასრულების შემდეგ უელსელმა უეფას ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა:

“კრიშტიანუმ ყველას აჩვენა, თუ რა შეუძლია. გუშინაც ვთქვი, რომ ჩემთვის მთავარი გამარჯვება იყო და არა გოლის გატანა. თუმცა, კარდიფში დაბრუნება ძალიან სასიამოვნოა.

“რეალში” ყველა ფეხბურთელი ტიტულების მოსაგებად და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით სათამაშოდ გადმოდის. ჩვენგან მხოლოდ გამარჯვებას ელიან და იმედი მაქვს, მომავალ სეზონშიც უძლიერესი კოლექტივი ვიქნებით.

მთავარი მიზნის მიღწევა და ტიტულის მოპოვება იყო. კარგად ვითამაშეთ და მოგება დავიმსახურეთ. ახალწვეულებიც ნელ-ნელა გვეჩვევიან და სულ მალე საოცარ გუნდს იხილავთ.” – განაცხადა ბეილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მადრიდელებმა კრიშტიანუ რონალდუს დუბლის წყალობით “სევილიას” 2:0 სძლიეს და უეფას სუპერთასს დაეუფლნენ.

ლევან გოგოტიშვილი

0.117223