ფეხბურთი

23:43 | 16.10.2013 | ნანახია 1397 - ჯერ

ბეილი გუნდთან ერთად ვარჯიშობს

მადრიდის “რეალის” უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი გამოჯანმრთელდა და ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს. აღნიშნულ ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.

გასულ კვირაში, მადრიდულმა Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელს ზურგის სერიოზული პრობლემები აქვს. “რეალმა” ინფორმაცია უარყო, მაგრამ მცირე პრობლემების არსებობა დაადასტურა. როგორც ჩანს, ეს პრობლემები უელსელს უახლოესი მატჩებისთვის მზადებაში ხელს არ შეუშლის.

ესპანელი ჟურნალისტების ვარაუდით, კარლო ანჩელოტი არ გარისკავს და უახლოეს ორ მატჩს (“მალაგასთან” და “იუვენტუსთან”) ბეილი სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს, რათა უელსელი “ბარსელონასთან” გასამართ დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:03 | 05.09.2015
gerard888 (1536)

კარგი ფეხბურთელი იყო მე ძირითადად ბოლტონში მახსოვს.

00:09 | 05.09.2015
BATIGOLI 9. (4375)

ბოლტონში ამის თამაშები მახსოვს,საკმაოდ კაი იგროკი იყო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062307
1397