ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველი გარეთ ბეილი, ინგლისის პრემიერლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ, პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. თებერვალში უელსელმა ნახევარმცველმა ლონდონელთა შემადგენლობაში სამი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.
თებერვალში საუკეთესო მწვრთნელად “ტოტენჰემის” თავკაცი პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში დაასახელეს. მისი ხელმძღვანელობით ლონდონელებმა ინგლისის ჩემპიონატი სამი შეხვედრა ჩაატარეს და სამივე მოიგეს.